აუდიტი

კომპანიის ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობა და საიმედობა გრძელვადიან პერსპექტივაში განსაზღვრავს ბიზნესის განვითარებას და მისი საინვესტიციო მიმზიდველობის საფუძველს ქმნის. აქედან გამომდინარე, კომპანიების უმრავლესობა ახორციელებს ფინანსური ანგარიშგების აუდიტს (კანონის შესაბამისად, ან საკუთარი ინიციატივით).

აუდიტორული შემოწმება - კომპანიის ანგარიშგების შეფასება მისი საიმედობის დადასტურების მიზნით. ეს ტარდება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, ეროვნული და საერთაშორისო აუდიტის სტანდარტების შესაბამისად. მისი განხორციელება საშუალებას იძლევა, ერთი მხრივ, ინვესტორებისთვის და აქციონერებისათვის შეამციროს რისკები, მეორეს მხრივ, შესამოწმებელი კომპანიისთვის აფართოვებს ინვესტორების სპექტრს.

ჩვენი ექსპერტები მზად არიან შემოგთავაზონ სრული აუდიტორული მომსახურება, რომლის შედეგადაც ინვესტორები, აქციონერები, მარეგულირებელი ორგანოები და სხვა დაინტერესებული მხარეები მიიღებენ კომპანიის ფინანსურ ინფორმაციას.

ფინანსური აუდიტის მომსახურების შედეგად, დამკვეთს გადაეცემა საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული ფორმის აუდიტორული დასკვნა და წერილი მენეჯმენტს.

საგადასახადო აუდიტის მომსახურების შედეგად, დამკვეთს გადაეცემა კონფიდენციალური ანგარიში, რომელშიც მოყვანილია შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები, მათი ფინანსური შედეგები და მათ შესაძლო გამოსწორებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

ჩვენი ექსპერტები ყოველთვის სიამოვნებით გამოიყენებენ თავიანთ გამოცდილებას თქვენი ბიზნესის უსაფრთხო მომავლისთვის!