კომპანიის შესახებ

შპს „დიელ კონსალტინგი“ 2015 წლის 12 მარტს დაარსდა და სწრაფად განვითარდა. თანამედროვე მიდგომები, პროფესიონალური კადრები, სწრაფი რეაგირების უნარი, სერვისის ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა განაპირობებს „დიელ კონსალტინგის“ განვითარების სწრაფ ტემპებს.
 
შპს „დიელ კონსალტინგის“ მომსახურებათა ფართო სპექტრი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: აუდიტს, საბუღალტრო მომსახურებას, საგადასახადო მომსახურებას, საკონსულტაციო მომსახურებას, მხარდაჭერას საგადასახადო დავებში და ტრეინინგ ცენტრის მომსახურებას.
 
კლიენტებთან განსაკუთრებული ურთიერთოებები, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აქცენტირება, პარტნიორული მიდგომები, პასუხისმგებლობა და სანდოობა, დაპირებების შესრულება და ღია, გულწრფელი კომუნიკაციის შენარჩუნება დიელ კონსალტინგის მთავარი ფასეულობებია.
 
შპს „დიელ კონსალტინგის“ პროფესიონალების გუნდი ინოვაციური მიდგომებით ეხმარებიან კლიენტებს მათი ბიზნესის განვითარებაში, სამუშაო პროცესების დახვეწასა და შესაძლო რისკების გამოვლენაში. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გუნდით.

 

კარიერა 

შპს „დიელ კონსალტინგი“ გაძლევთ დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენს გუნდში, რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი გვყავდეს. ჩვენ მუდმივად ვეხმარებით კადრებს კვალიფიკაციის ამაღლებაში.

თუ გაინტერესებთ, აუდიტორული, ფინანსური აღრიცხვისა და კონსულტაციების სფეროში მოღვაწეობა, გაქვთ გარკვეული გამოცდილება ან ცოდნა ამ მიმართულებით და გსურთ გახდეთ ჩვენი ოჯახის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV. 

 
დავით ლომიძე - მმართველი პარტნიორი, დირექტორი
 

ბატონ დავით ლომიძეს გააჩნია 18 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორში წამყვან პოზიციებზე. სამუშაო გამოცდილება მოიცავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მინისტრის სახელმწიფო მრჩევლის, საინვესტიციო პოლიტიკის სამმართველოს, საგადასახადო პოლიტიკის სამმართველოსა და ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობებზე მუშაობას. 8 წლის განმავლობაში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. 4 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს წევრი, ასევე საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციისა და საბაჟო ტარიფების ოპტიმიზაციის სამთავრობო კომისიის წევრი, ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შემსწავლელი კომისიის წევრი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების კომისიის წევრი, სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის საკითხების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის წევრი, ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის წევრი და საქართველოს მოსაკრებლების სისტემის რეფორმის კოორდინაციის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის წევრი.

ბატონი დავით ლომიძე ფლობს მაგისტრის ხარისხს სახელმწიფო ფინანსებში, ასევე არის სამართალმცოდნე, საგადასახადო და საბაჟო კოდექსების თანაავტორი და 30-მდე კვლევის ავტორი.